კომპანიის შესახებ

«ZANAGRO» - ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსი.

დამფუძნებლები - ქართველი ძმები, რომელთაც ოჯახური ბიზნესის პროფილი მოარგეს ქართულ ინდუსტრიულ პერსპექტივას _ იდეად აირჩიეს მიწა.

კომპანიის დამფუძნებლებისთის აგრარული საქმიანობა სიახლეა ბიოგრაფიაში, შედეგად, ბიზნესპოლიტიკა ფორმირდება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

კომპანია გათვლას აკეთებს საკუთარ რესურსზე, ორმხრივად სასარგებლო კონტაქტებზე, კომერციულ და პარტნიორულ დივიდენდებზე.

კომპანიის განაცხადია - წარმატებული ბიზნესსაქმიანობა ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში.

წამყვანი პრინციპი - თანამედროვე ტექნოლოგიების და ინდუსტრიული საშუალებების ათვისება და დანერგვა.

პრეისტორია

პირველი ცდა განხორციელდა ტრადიციული კულტურების (სიმინდი, სოიო) მოყვანის მიმართულებით. შედეგებმა გააჩინა ინოვაციის ძიების საჭიროება. მიწის და კლიმატური პირობების კომპლექსურმა შეფასებამ წარმოშვა ბრინჯის წარმოების იდეა.

ამ მიმართულებით ჩატარდა პირველი, ზედაპირული კვლევა და გადაწყდა ექსპერიმენტის ჩატარება. შედეგების გათვალისწინებით კომპანიამ დაგეგმა მუშაობა ბრინჯის მოყვანის, მისი შემდგომი გადამუშავების და რეალიზაციის მასშტაბებზე.

უკვე გაკეთდა:

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათში, კომპანიამ, საქართველოში პირველად, 12 ჰექტარზე გააშენა ბრინჯის კულტურის საცდელი ჯიშები. აღნიშნულმა ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და კომპანიამ აიღო 6–8 ტონამდე მოსავალი (დათესილი ჯიშების შესაბამისად).

იგეგმება:

მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.

«ZANAGRO»–ს მიერ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპოცენტიანი იმპორტი ჩანაცვლებულ იქნას შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ფაქტის გათვალისწინებით - ამიერკავკასია ახორციელების ბრინჯის 100%–იან იმპორტს.

დაბალი თვითღირებულებით გამოწვეული მოგება ადგილობრივი და სხვა რეგიონალური ფერმერული მეურნეობების დაინტერესებას იწვევს. კომპანია არ გამორიცხავს თანამშრომლობას, გამოცდილების და ბიზნესპოლიტიკის ექსპორტს იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოიტანს არაცალმხრივ დივიდენდებს და შექმნის ადგილობრივი კადრების დასაქმების შესაძლებლობას.

პროცესი:

მოცემული ეტაპი კომპანიისთვის მუშა ეტაპია. გულისხმობს სამეცნიერო და მაპროფილებელი ბიზნეს-კონსულტანტების გამოცდილების გაზიარებას, რასაც გამოიყენებს საკუთარი ინდუსტრიის მოდერნიზებისთვის.

იმ მიზეზით, რომ ზემოაღნიშნულ რეგიონში არ არსებობს ამ მარცვლეულის მოყვანის თანამედროვე ინდუსტიული ტექნოლოგია, კომპანია ცდილობს მოიძიოს შესაბამისი გამოცდილების მქონე და დარგში წარმატებული საწარმო ორგანიზაციები, რომელთა გამოცდილების და შესაძლო რეკომენდაციების საფუძველზე დანერგავს და გაავრცელებს ბრინჯის კულტურას. ამ თვალსაზრისით, სასურველია, თანამშრომლობა წარიმართოს თესლის ოპტიმალური ჯიშების გამოყვანის, ბრინჯის (მოყვანიდან გადამუშავების ჩათვლით) სრული ციკლის განხორციელების და ბრინჯის კულტურასთან დაკავშირებული ინტენსიური სასოფლო–სამეურნეო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს-გეგმაზე;

კეთდება დარგის სპეციფიკის და მოთხოვნების საფუძვლიანი ანალიზი;

მზადდება ბიზნეს–გეგმა, რომელიც მოიცავს პროექტის აღწერას, ბიზნესის კვლევასა და ანალიზს, მარკეტინგის გეგმას, აგრონომიულ კვლევასა და რეკომენდაციებს, რესურსების ანალიზს, შესასრულებელ ამოცანებს და სამოქმედო გეგმას, რისკის შეფასებას და ფინანსურ გეგმას.

კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას ბრინჯის გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მწარმოებლებთან თურქეთში, ესპანეთში და გერმანიაში.

ჩვენს შესახებ

/კომპანიის რესურსები