გარემოს დაცვა - წამყვანი პოზიცია კომპანიის პრიორიტეტებს შორის

  • ხედვის ფორმულირებას საფუძვლად უდევს მისიის კონტენტი - მიწა არის იდეა.
  • საქმიანობისას მაქსიმალურად დაიზოგება გარემო, გატარდება ყველა ზომა დეგრადირების პრევენციისთვის, გამოვიყენებთ ყველა არსებულ საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ რესურსს, შევქმნით ინდივიდუალურ, რეალიზებად მიდგომებს და ამას ყველაფერს მივცემთ ძირითადი პრინციპის კვალიფიკაციას.
  • ჩვენი მიზანია ცოცხალ გარემოსთან თანაცხოვრება გახდეს სიმბიოზური.
  • სწორებას ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებთ.

კომპანია დაიცავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს

საკანონმდებლო რესურსი:

  • საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ:
    • "რისკის შემცირების პრინციპი" - საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
    • "მდგრადობის პრინციპი" - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
    • "პრიორიტეტულობის პრინციპი" - ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს;
    • "ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი" - საქმიანობის სუბიექტისათვის მიწის, წყლის, ტყის, ფლორისა და ფაუნის წიაღის და წიაღისეულის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ფასიანია;
    • პრინციპი "დამაბინძურებელი იხდის" - საქმიანობის სუბიექტის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულება აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზარალი;
    • "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი" - საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას;
    • "ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი" - საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ტექნოლოგიას,რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას;
    • "რეციკლირების პრინციპი" - საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ხელმეორედ გამოყენებად ან გადამუშავებად, ბიოლოგიურად დეგრადირებად ან გარემოსათვის უვნებლად დაშლად ნივთიერებებს, მასალებს და ქიმიურ ნაერთებს;
    • "რესტიტუციის პრინციპი" - საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ (restitution in integrum) მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
    • "გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი" - საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე, კანონით დადგენილი წესით;
    • "გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი" - საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
    • "ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი" - ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.

    თუკი დადგება ინდივიდუალური მიდგომების შემუშავების საჭიროება, კომპანია იხელმძღვანელებს ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის პოსტულატებით

  • Environmental policy of the European Union
  • .